Accentnews.ge
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

24/08/2022 18:45:02 საზოგადოება

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

ბათუმში მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე შესრულდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები, უკრაინის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა საკონცერტო ნომერი, ასევე უჩვენეს ომთან დაკავშირებით კლიპი და მებრძოლთა ვიდეომიმართვები.

აქციაზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მიმართა:

"უკვე ნახევარი წელია, მიმდინარეობს რუსეთის ფართომასშტაბიანი, სისხლიანი და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროპა უყურებს, როგორ იცავს უკრაინა თავისუფლებას, აბსოლუტურად გულწრფელად აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ასეთმა ბოროტმა იმპერიამ, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციაა, აღარ იარსებოს. ჩვენ ვიცით, რომ მეგობრების გარეშე და თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით ამ ურდოს. [...] გულითად მადლობას გიზდით, რომ გვეხმარებით ახლა მთავარი საქმის გაკეთებაში, დავიცვათ ეს სამყარო შავი დღეებისგან, რომლის უკან დგას რუსეთის ფედერაცია. ერთად ვიყოთ ბოლომდე. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვყავს ასეთი მეგობრები, ასეთი დიდი გულით. გამარჯვებამდე“.

უკრაინის მხარდამჭრი მსვლელობა გაიმართა თბილისშიც. აქციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინელმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

თბილისისა და ბათუმის პარალელურად, უკრაინის სოლიდარობის მასშტაბური აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

ქალაქის ცენტრში შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის დროშის ფერებში ფერადი კვამლი გაუშვეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ქალაქში საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S