რეზნიკოვი: "ფრონტიდან კარგი ამბები წლის ბოლომდე იქნება"
25/08/2022 07:37:13 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, წლის ბოლომდე უკრაინელებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ კარგი ამბები ექნებათ.
მისი თქმით, ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„მე ვარ ინფორმირებული ოპტიმისტი, ამიტომ მაქვს გარკვეული პოზიტიური იმედი, რომ წელს იქნება კარგი, სასიამოვნო სიახლე მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. ჩვენ ასევე გვჭირდება სხვადასხვა ტიპის რესურსები, მათ შორის იარაღი. ჩვენ გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად მოვიგოთ ომი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.


