Accentnews.ge
ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში  ტერიტორიული რეზერვის ასეულიც ჩაერთო

ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტერიტორიული რეზერვის ასეულიც ჩაერთო

25/08/2022 07:27:01 საზოგადოება

სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ.

"რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა. 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მე–7 დღეა, ბორჯომში მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. 24 აგვისტოდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.

ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებთან ერთად მონაწილეობენ მეხანძრე–მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S