Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ"

25/08/2022 07:10:53 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანა შეძლებს რუსეთს დამარცხებას.

"ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია, დავასახელო - ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ, თუმცა, მისი თქმით, მაგრამ დასავლელი პარტნიორებს წყალობით უკრაინა ომში გამარჟვებას შეძლებს.

ცნობისთვის: ბუდაპეშტის მემორანდუმი უსაფრთხოების გარანტიების 1994 წლის 5 დეკემბერს, ეუთოს კონფერენციაზე გაფორმდა. დოკუმენტით ბირთვულმა ქვეყნებმა: აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S