
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული: "სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია"
25/08/2022 05:25:21 საზოგადოება
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ "საქართველოს პირველ არხს" რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ცეცხლმა წიწვოვანი ტყის მიმდებარედ დაახლოებით 8 ჰექტარზე ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები გაანადგურა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
რაჭაში, ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.