Accentnews.ge
თურქეთმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის უკრაინული სიმბოლიკით გაფორმებული 3 "სახალხო ბაირაქტარი" აჩუქა

თურქეთმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის უკრაინული სიმბოლიკით გაფორმებული 3 "სახალხო ბაირაქტარი" აჩუქა

24/08/2022 17:07:42 მსოფლიო

თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის უკრაინული სიმბოლიკით გაფორმებული 3 "სახალხო ბაირაქტარი" აჩუქა.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად ქვეყნის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ 16 მილიონი დოლარის ექვივალენტური თანხა შეაგროვა და თურქეთს ამ თანხით სამი ერთეული "ბაირაქტარის" მიყიდვა სთხოვა. თუმცა თურქულმა კომპანიამ უკრაინელებს ეს თანხა არ გამოართვა და სამი უპილოტო საფრენი აპარატის უსასყიდლოდ გამოყოფას დაჰპირდა.

სწორედ ამიტომ ეწოდა ხსენებულ სამ საფრენ აპარატს "სახალხო ბაირაქტარი" (Halkin bayraktari) .

ხალხის მიერ შეგროვებული თანხით უკრაინელებმა თანამგზავრის შეძენა შეძლეს, რომელიც ჯარს მტრის პოზიციებისა და ძალების დადგენაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S