Accentnews.ge
ზელენსკის 2023 წელს კიევში გაერო-ს ეგიდით მომავლის სამიტის ჩატარება სურს

ზელენსკის 2023 წელს კიევში გაერო-ს ეგიდით მომავლის სამიტის ჩატარება სურს

24/08/2022 17:00:20 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წელს გაერო-ს ეგიდით მომავლის სამიტის კიევში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ეს წინადადება მან დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

"უკრაინა მხარს უჭერს გაერო-ს გენმდივნის ანტონიო გუტერეში იდეას მომავლის სამიტის გამართვის თაობაზე. იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოს საერთო მომავალი ავაშენოთ, აუცილებელია, ისტორიის სანაგვეზე დავტოვოთ აგრესია და კოლონიალური ამბიციები, რომელსაც რუსეთი დემონსტრირებს. სიმბოლური იქნებოდა მსგავსი სამიტის ჩატარება უკრაინაში - ქვეყანაში, რომელშიც წყდება,გვექნება თუ არა საერთოდ მომავალი. ეს საკითხი წყდება, მათ შორის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ჩვენს საზღვაო პორტებში, დონბასსა და ყირიმში" - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის:დღეს ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიხსნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ნახევარ წლისთავს ეძღვნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S