Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა

24/08/2022 16:41:55 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონის სახელი კიევში, სიმამაცის ხეივანში დაფიქსირდება.

"დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს,. რომელსაც ყველაფრის მიუხედავად აღვნიშნავთ, პატივი მაქვს, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით თავისუფლების ორდენი გადავცე. ეს ჯილდო სრულად ასახავს იმას, რასაც ჩვენი ბრიტანელი მეგობარი აკეთებდა და აკეთებს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავის მხრივ ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის უკრაინის მხარდაჭერის საქმეში ბრიტანეთის ძალისხმევის აღიარებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S