ჯონსონი:"როგორ უნდა აწარმოო მოლაპარაკებები დათვთან, რომელიც ფეხს გიღრღნის?!"
24/08/2022 16:06:55 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ არ დამდგარა.
ამის შესახებ უკრაინაში ჩასულმა ჯონსონმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ახლა შეუფერებელი დროა, საიმისოდ, რომ ვისაუბროთ მოლაპარაკებების მყიფე გეგმებზე მასთან ვის=ნც ამაში დაინტერესებული არ არის. როგორ უნდა აწარმოო მოლაპარაკებები დათვთან, რომელიც ფეხს გიღრღნის ან მძარცველთნ, რომელმაც იატაკზე მიგაჯაჭვა?!" - განაცხადა ბრიტანელმა პრემიერმა და დაგმო ზოგიერთი უცხოელი ლიდერის მცდელობა, "პუტინს სახე შეუნარჩუნოს".
"ჩვენ არ უნდა გვაღელვებდეს პუტინის "დამცირება". ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაცვა" - განაცხადა ჯონსონმა და იქვე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს.
"როგორც ისტორია გვასწავლის, როდესაც ქვეყანას გააჩნია ენა და იდენტობა, ღირსების გრძნობა და ტრადიციებისადმი სიყვარული, ხოლო პატრიოტული გრძნობა ყოველთვიურად იზრდება, ომი შეიძლება, მხოლოდ ერთი შედეგით - მისი გამარჯვებით დასრულდეს" - განაცხადა ბრიტანელმა პრემიერმა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა ბოლომდე იდგება უკრაინის გვერდში.


