ოკუპირებულ სევასტოპოლში უფასო Wifi "Slava Ukrayini"-ს მფლობელს ეძებენ
24/08/2022 15:51:30 მსოფლიო
ოკუპირებული სევასტოპოლის პრორუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, მიმდინარეობს უფასო Wifi "Slava Ukrayini"-ს მფლობელის ძებნა და რომ თავად ეს Wifi გენერალ ოსტრიაკოვის გამზირზე მდებარე ბავშვთა პოლიკლინიკის სიახლოვეს დააფიქსირეს.
პრორუსული ტელეგრამ-არხები უფასო Wifi-ს სახელმწოდებას "პროვოკაციულად" მიიჩნევენ და რუსულ სპეცსამსახურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.


