Accentnews.ge
უკრაინულმა ძალებმა ახალი კახოვკის ხიდს დაარტყეს

უკრაინულმა ძალებმა ახალი კახოვკის ხიდს დაარტყეს

24/08/2022 15:45:29 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ახალ კახოვკაში, ჰესის სიახლოვეს ხიდი დაბომბეს. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი იუწყება.

უკრაინის "სამხრეთის" ოპერატიულ სარდლობას ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე კახოვკის ხიდი 22 აგვისტოს დაიბომბა. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოკუპირებულ ოლქში ანტონოვის ხიდს დაარტყეს, რომელიც რუსებს ახალ შეკეთებული ჰქონდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S