ოკუპირებულ სიმფეროპოლში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი პროკლამაციები გამოჩნდა
24/08/2022 15:22:40 მსოფლიო
ოკუპირებულ სიმფეროპოლში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი პროკლამაციები გამოჩნდა ტექსტით: "ყირიმი ურკაინაა", "გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს". აქციის ინიციატორი უცნობია.
მანამდე ქალაქში შენიშნეს უკრაინულ ენაზე დაბეჭდილი პროკლამაციები ტექსტით "ყირიმი მზადაა, ყირიმელები მოლოდინში არიან". იმ ჯერზე პროკლამაციების გავრცელება უკრაინული მოძრაობა "ყვითელი ლენტის" აქტივისტებმა აღიარეს.
იმავე მოძრაობის აქტივისტებმა კიდევ უფრო ადრე სიმფეროპოლსა და ალუშტაში გაავრცელეს პროკლამაციები, რომლებშიც მოქალაქეებს ფულად ჯილდოს ჰპირდებოდნენ ყირიმის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის სერგეი აქსიონოვის დაკავებისთვის.
ცნობისთვის: ურკაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


