თურქეთის ქალაქ მარმარისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა:არიან დაღუპულები და დაშავებულები
24/08/2022 14:58:13 მსოფლიო
თურქეთის ქალაქ მარმარისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 6 კი - დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ჯიპ-საფარის მძღოლმა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, მოლიპულ გზაზე საჭეზე კონტროლი დაკარგა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები, მეხანძრეები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.


