Accentnews.ge
"ფორმულა" – ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

"ფორმულა" – ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

24/08/2022 12:54:57 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულას" განცხადებით, ტელეარხის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

"უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, ოპერატორს თავს დასხმოდა", – იუწყება "ფორმულა".

კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი ყვიროდა: "მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი".

მომხდარზე ჟურნალისტმა რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა:

"კონკრეტული პირი მოვიდა, მითითებები ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით და ვთხოვეთ, რომ ორი წუთი მოეცადა, დანა ჰქონდა მას ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს და შემდეგ დააზიანა ჩვენი მიკროფონი და გაიქცა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S