Accentnews.ge
უკრაინაში შეჭრის გაკრიტიკების გამო რუსი პოლიტიკოსი დააპატიმრეს

უკრაინაში შეჭრის გაკრიტიკების გამო რუსი პოლიტიკოსი დააპატიმრეს

24/08/2022 12:12:44 მსოფლიო

უკრაინაში შეჭრის გაკრიტიკების გამო რუსი პოლიტიკოსი ევგენი როიზმანი დააპატიმრეს.

როიზმანი, რომელიც ეკატერინბურგის ყოფილი მერია, დაკავებულია "რუსეთის არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით, იუწყება ეკატერინბურგის უსაფრთხოების სამსახური. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ როიზმანი სამჯერ დააჯარიმეს 50 000 რუბლით ($833), ადმინისტრაციული მუხლით, რომელიც რუსეთის არმიის "დისკრედიტაციას" ეხება. როიზმანს ასევე დააკისრეს 85 000 რუბლის ($1,417) გადახდა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისთვის მას მერე, რაც მან ინსტაგრამით გაავრცელა ტვიტერზე მის მიერვე დაწერილი ტექსტი "ევგენი როიზმანი თავზეხელაღებული მატყუარების წინააღმდეგ". ტექსტი ეხებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინაზე.

უკრაინაში შეჭრას რუსეთი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", რომლის მიზანია რუსეთის უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლება დევნის აქტივისტებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ომს უწოდებენ ან რუსეთის ქმედებების კრიტიკით გამოდიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S