უკრაინამ რუსეთთან ენერგოსისტემების პარალელური მოქმედების შესახებ შეთანხმება გაწყვიტა
24/08/2022 11:24:20 მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ენერგოსისტემების პარალელური მოქმედების შესახებ შეთანხმება გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადაში მთავრობის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინის მთავრობამ უკრაინის კონტინენტალური შელფის ფარგლებში ნავთობისა და გაზის მოპოვების იმ ობიექტების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის მარტში უკრაინის ელექტროქსელის ოპერატორმა "უკრენერგომ" კონტინენტალური ევროპის ენერგოქსელ ENTSO-E-თან სინქრონიზაცია დაასრულა.


