რუსეთში ქალაქ ორიოლის ადმინისტრაციას "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს
24/08/2022 11:16:05 მსოფლიო
დღეს დილით უცნობმა პირებმა რუსეთში ქალაქ ორიოლის ადმინისტრაციის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს, - იუწყება თავის ტელეგრამ-არხში გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი.
მისივე მტკიცებით, გაჩენილი ხანძრის ქრობისას ერთი ადამიანი დაშავდა. გუბერნატორის აზრით, "ბოროტმოქმედების ეს ქმედება შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდებოდეს". თუმცა რას ეყრდნობა ეს ვერსია - კლიჩკოვს არ დაუკონკრეტებია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს უკვე 23-ე მსგავსი შემთხვევაა.
ორიოლის ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.


