Accentnews.ge
ზალუჟნი: "დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს"

ზალუჟნი: "დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს"

24/08/2022 09:46:22 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ "დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს".

"დამოუკიდებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელიც მხრებზე გაწევს. შენ ბრძოლაში მიდიხარ და იცი, რომ იქიდან ყველა არ დაბრუნდება. დამოუკიდებლობას აქვს ხმა, ეს არის წინაპრების ხმა, ისინი დაიღუპნენ ბრძოლებში. ეს არის დედების კივილი, რომლებიც შვილებს მარხავენ, ჩვენი შვილების ხმა, რომლებსაც არ აურჩევიათ დაბადების დრო და ადგილი, მაგრამ დიდი ომის დროს ცხოვრება მოუწიათ. როგორ შეიძლება, იგრძნო დამოუკიდებლობა? ვინც მისთვის იბრძვის, იცის მისი გემო, ეს ნიადაგის გემოა, რომელიც კანშია გამჯდარი, ეს სისხლისა და სიკვდილის გემოა, რომლითაც ჰაერია გაჟღენთილი“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S