"ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ მთელ უკრაინაში!"
24/08/2022 09:01:31 მსოფლიო
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინამ შეცვალა მსოფლიო, ისტორია და თვითონაც შეიცვალა.
მან რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების ტაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "შიშის გამო მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან".
მისი თქმით, უკრაინა რუსეთის არმიასთან ბოლომდე იბრძოლებს.
„ჩვენთვის ყველაზე საშიში რკინა რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები კი არა, არამედ ჯაჭვებია, სანგრები კი არა, არამედ ბორკილებია. ხელებს კი მხოლოდ ერთხელ ავწევთ - როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ მთელ უკრაინაში!“, - განაცხადა ზელენსკიმ.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


