უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრორუსი მაღალჩინოსანი ავტომობილში ააფეთქეს
24/08/2022 08:17:29 მსოფლიო
უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის მიერ დანიშნული საბჭოს წევრის ვლადიმერ როგოვის თქმით, "სოფელ მიხაილოვკას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი ივან სუშკო აფეთქებას ემსხვერპლა".
"მის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც სუშკო ავტომობილში იმყოფებოდა. იგი მძიმე დაზიანებებით გდაიყვანეს საავადმოყოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", – აცხადებს როგოვი.


