სტოლტენბერგი – უკრაინას: "შეგიძლიათ, გქონდეთ ნატო–ს იმედი იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს!"
24/08/2022 07:49:31 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქედს ვიხრით მამაცი უკრაინელი ქალებისა და მამაკაცების წინაშე, რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. ნატო მხარს უჭერს უკრაინას მისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან და შეგიძლიათ, გქონდეთ ნატო–ს იმედი იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს!", – აცხადებს სტოლტენბერგი.


