Accentnews.ge
ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკრო-დრონებს გადასცემენ

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკრო-დრონებს გადასცემენ

24/08/2022 07:25:59 მსოფლიო

ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო ერთობლივად მიაწოდებენ უკრაინას მიკრო-დრონებს, რათა დაეხმარონ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ განცხადება ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

უწყების ცნობით, ნორვეგიის Black Hornet "დრონების" ღირებულება, რომლის მწარმოებელიც "Teledyne FLIR"-ია, 9,25 მილიონ დოლარამდეა. დახმარების პაკეტი მოიცავს Black Hornet-ს სათადარიგო ნაწილებს, ტრანსპორტირებას და ტრენინგს.

ჯარისთვის ტრენინს ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდი დააფინანსებს, რაშიც წვლილი ნორვეგიამაც შეიტანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S