Accentnews.ge
ლუკაშენკო უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: "გისრურვებთ მშვიდობიან ცას"

ლუკაშენკო უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: "გისრურვებთ მშვიდობიან ცას"

24/08/2022 06:54:19 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ BelTA-ს ბელარუსის ლიდერის პრეს–სამსახურში განუცხადეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს“, - ნათქვამია ლუკაშენკოს მილოცვაში.

„ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული ურთიერთპატივისცემის კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, – აცხადებს ლუკაშენკო.

ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს "მშვიდობიანი ცა, შემწყნარებლობა, გამბედაობა, ძალა და წარმატებები უსურვა ღირსეული ცხოვრების აღდგენაში".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S