უკრაინელებმა ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს
24/08/2022 06:55:15 მსოფლიო
უკრაინელმა დამცველებმა წუხელ, ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.საბრძოლო მასალის განადგურების ამსახველ ვიდეოს ტოკმოკიდან ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი, სერჰი ბრაჩუკმა აქვეყნებს.
„ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში რაშისტების საბრძოლო მასალების საწყობი გიზგიზებს“, - წერს ბრაჩუკი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ნოვოვოსკრესენსკოეს დასახლებაში საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.


