Accentnews.ge
მედია - უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის

მედია - უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის

24/08/2022 06:10:39 მსოფლიო

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, დილიდან საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის, -იუწყება უკრაინული მედია.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 31–ე წლისთავს აღნიშნავენ. ხელისუფლებამ დედაქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა, რადგან დასავლეთი და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დედაქალაქზე თავდასხმის კიდევ ერთხელ განხორციელებისთვის ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S