Accentnews.ge
"ომის ყველაზე უფრო ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ"

"ომის ყველაზე უფრო ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ"

24/08/2022 06:04:54 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოიტოვა.

„ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოებაში „დაღლილობის სინდრომია“.

კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ომით დაიღალოს, რეზნიკოვმა შემდეგი განაცხადა:

„მე ამას დაღლილობის სინდრომს ვეძახი და ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S