Accentnews.ge
ზელენსკი: "ყირიმს ნებისმიერი შესაძლებლობით, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციების გარეშე დავიბრუნებთ"

ზელენსკი: "ყირიმს ნებისმიერი შესაძლებლობით, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციების გარეშე დავიბრუნებთ"

23/08/2022 19:41:49 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი უკრაინას "ნებისმიერი იმ საშუალებით დაუბრუნდება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ჩათვლის მიზანშეწონილად, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციების გარეშე", ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ "საუბარიც ზედმეტია", რადგან კრემლში "არასოდეს უფიქრიათ დიალოგზე და მხოლოდ ომის წარმოებისთვის იყვნენ მზად".

ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს "ყირიმის პლატფორმის" სამიტის მსვლელობისას განაცხადა.

"2014 წელს მათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გადაწყვიტეს და რაკი მსოფლიომ სიფათში არ წყვიტათ, კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ახლა სიფათში ვურტყამთ" - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა "რუსეთის დასაშოშმინებლად" ფრონტის ხაზის "გაყინვას" არ დასთანხმდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S