Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი – დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე: "ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის"

ვოლოდიმირ ზელენსკი – დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე: "ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის"

23/08/2022 19:26:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე უკრაინის პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

"ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე... ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით. ის არ არის უკრაინის ტერიტორიაზე, არც ოკუპირებულ ნაწილებში",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S