კანადაში ჩერჩილის ერთადერთი უსიგარო ფოტო მოიპარეს
23/08/2022 18:37:13 მსოფლიო
კანადის დედაქალაქ ოტავის სასტუმრო "Chateau Laurier"-დან ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვინსტონ ჩერჩილის ლეგენდარული ფოტო მოიპარეს და მის ნაცვლად ასლი განათავსეს.
ცნობილი ფოტო 1941 წელს კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ იუსუფ კარშის მიერაა გადაღებული.
ოტავის პოლიცია ყვება, რომ ჯერ კიდევ 20 აგვისტოს მიიღო სასტუმროს თანამშრომლებისგან შეტყობინება და დაიწყო გამოძიება.
ეს ფოტო ყურადღის ცენტრში ჩერჩილის სახასიათო პოზისა და მისთვის ჩვეული სიგარის ხელში არქონის გამო მოხვდა. როგორც ირკვევა, კარშმა ჩერჩილს სიგარა ბოლო მომენტში ჩამოართვა, რითაც მისი აღშფოთება გამოიწვია.
იუსუფ კარში მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პორტრეტულ ფოტოგრაფად ითვლება. მან მეუღლესთან ერთად ხსენებულ სასტუმროში 20 წლის განმავლობაში იცხოვრა და იქვე ხელმძღვანელობდა საკუთარ სტუდიას.


