Accentnews.ge
ერდოღანი – ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

ერდოღანი – ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

23/08/2022 18:21:48 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა. ამის შესახებ მან „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ღიად აცხადებს პირველივე დღიდან, რომ ეს ნაბიჯი უკანონოა. ეს არის პრინციპული პოზიცია, რომელსაც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური საფუძველიც აქვს. ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას:

"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ერთიანობის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის".

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ "თურქეთი გააგრძელებს შუამავალის როლს რუსეთსა და უკრაინას შორის რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S