Accentnews.ge
ФСБ-ს აგენტობა საქართველოში ჩამოსულმა კიდევ ერთმა პირმა აღიარა

ФСБ-ს აგენტობა საქართველოში ჩამოსულმა კიდევ ერთმა პირმა აღიარა

23/08/2022 18:06:01 მსოფლიო

ФСБ-ს აგენტობა საქართველოში ჩამოსულმა კიდევ ერთმა პირმა აღიარა. თავისი ისტორია მიხეილ სოკოლოვმა გამოცემა «Верстка»-ს უამბო.

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი შტაბის ყოფილმა თანამშრომელმა სოკოლოვმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოდან ნიდერლანდებში გაიქცა, აღიარა, რომ ФСБ-სთან ჯერ კიდევ 2016 წლიდან, ანუ 19 წლის ასაკიდან თანამშრომლობდა, როდესაც რუსეთში სხვადასხვა ოპოზიციური სტრუქტურების აქტივისტი იყო, შემდგომში კი ეს თანამშრომლობა უკვე ნავალნის სტრუქტურაში განაგრძო.

როგორც სოკოლოვმა აღნიშნა, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გადაბირებისას მას ჯარისგან გათავისუფლება და თვეში 10 ათასი რუბლი შესთავაზა. აგენტის მოვალეობაში შედიოდა სპეცსამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების, მათ შორის ერთკაციანი პიკეტების თაობაზე, ხოლო ნავალნის შტაბში მუშაობის დაწყების შემდეგ - ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირება.

აღსანიშნავია, რომ ნავალნის ფონდში ვითომდა აღმოჩენილი დარღვევები მის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით იმ საქმეს დაედო საფუძვლად, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი დღემდე იხდის გრძელვადიან სასჯელს.

"2021 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის შტაბები "ექსტრემისტულ ორგანიზაციებად" გამოაცხადა, ФСБ საქართველოში გადაბარგებაში დამეხმარა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში დაიწყო უკრაინაში ომი და ეს "ბოლო წვეთად" იქცა" - ყვება სოკოლოვი, რომლის მტკიცებით, მან ФСБ-თან თანამშრომლობაზე უარის თქმა გადაწყვიტა და თავშესაფრის მისაღებად ნიდერლანდებში გაიქცა.

ცნობისთვის, საქართველოში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა, 20 წლის ვსევოლოდ ოსიპოვმა საჯაროდ აღიარა, რომ ის ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) აგენტი იყო.

მან თავდაპირველად რუსულ ოპოზიციურ მედია „მედუზასთან“, შემდეგ კი სხვადასხვა, მათ შორის ქართულ მედიასაშუალებებთან ისაუბრა ამის შესახებ. ოსიპოვი ამბობს, რომ საქართველოში გამოშვებისას მას დაავალეს თბილისში მყოფი ორი ოპოზიციონერის, იაროსლავ კონვეისა (LPR) და ანტონ მიხალჩუკის (Free Russia Foundation) თვალთვალი. თუმცა, ოსიპოვის თქმით, მან ორივე მათგანი პირადად ნახა და გააფრთხილა.

9 აგვისტოს გამოცემა „ევრიაზიანეტთან“ საუბარში ოსიპოვმა განაცხადა, რომ საქმიანობაზე მისი საჯარო აღიარების მიუხედავად, მას საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ დაკავშირებიან და არ გამოუკითხავთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S