Accentnews.ge
ბლინკენი:"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის თანამოაზრეებზე"

ბლინკენი:"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის თანამოაზრეებზე"

23/08/2022 17:56:17 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზე მანამ, ვიდრე უკრაინელების უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული. ამის შესახებ მან „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა ისევე, როგორც – დონეცკი და ლუგანსკი, ისევე, როგორც უკრაინის ნებისმიერი სხვა ნაწილი არის უკრაინა. ზუსტად ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს, ესაა ჩვენი პოზიცია 2022 წელსაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის თანამოაზრეებზე, ვიდრე უკრაინელი ხალხისა და სუვერენული ქვეყნის უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული",- განაცხადა ბლინკენმა.

მან უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული და დიპლომატიური დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S