Accentnews.ge
სლოვაკეთი უკრაინას 30 ჯავშანმანქანას გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას 30 ჯავშანმანქანას გადასცემს

23/08/2022 17:46:41 მსოფლიო

სლოვაკეთი უკრაინას ქვეითი ჯარის 30 ერთეულ ჟავშანმანქანა BVP-1-ს გადასცემს და სანაცვლოდ გერმანიისგან 15 ერთეულ ტანკ Leopard 2-ს მიიღებს.

ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.

ნადმა ბრატისლავაში გერმანელ კოლეგა ბენედიქტ ციმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინისთვის ტექნიკის მიწოდების ვადები მას არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ ისურვებდა, ეს მას შემდეგ გაეკეთებინა, რაც ჯავშანმანქანები უკვე უკრაინაში იქნება.

ცნობისთვის:უკრაინა უკვე იყენებს ბრძოლის ველზე სლოვაკეთის მიერ გადაცემულ 4 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana 2-ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S