Accentnews.ge
მედია - შოლცი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს დაჰპირდა

მედია - შოლცი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს დაჰპირდა

23/08/2022 17:17:07 მსოფლიო

გერმანია უკრაინისთვის დამატებით 498, 55მლნ დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters იმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც უკრაინის საკითხზე ტოტონტოში გამართულ ონლაინ-კონფერენციას ესწრებოდა.

წყაროს ცნობით, გერმანიის კანცლერმა დააანონსა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით Iris-T ტიპის სამ ერთეულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, დაჯავშნულ სარემონტო-საევაკუაციო მანქანებს, 20 სარაკეტო დანადგარს, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალასა და დრონებისგან დაცვის სისტემებს მიაწვდის.

შოლცმა დამატებითი მიწოდება "უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში შენატანად" მოიხსენია.

მოელიან, რომ ხსენებული შეიარაღება უკრაინას 2023 წელს მიეწოდება, ათუმცა მისი ნაწილი შესაძლოა, ქვეყანამ უფრო ადრეც მიიღოს.

იარაღის მისაწოდებლად გერმანული პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა ამაზე თანხმობა უნდა განაცხადოს.

ივლისის დასაწყისის მდგომარეობით, გერმანიას, რომელიც უკრაინას 675 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს დაჰპირდა, მისი მხოლოდ 39,9%, კერძოდ 269 მილიონი ევროოს ღირებულების შეიარაღება ჰქონდა მიწოდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S