Accentnews.ge
უკრაინა  - რუსეთი უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და გაშვილებას განაგრძობს

უკრაინა  - რუსეთი უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და გაშვილებას განაგრძობს

23/08/2022 17:06:19 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას და რუსეთის მოქალაქეებზე მათ უკანონო გაშვილებას.

საგარეო უწყების ცნობით, 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი მარიუპოლიდან უკანონოდ გადაიყვანეს ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალტაის მხარეში, ხოლო კრასნოდარის მხარის სპეციალიზებულ დაწესებულებებში ამჟამად 300-ზე მეტი ბავშვი იმყოფება.

"რუსეთის ფედერაციის ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს 1949 წლის ჟენევის კონვენციას ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეცვალოს ბავშვების სამოქალაქო მდგომარეობა, ასევე გაეროს 1989 წლის კონვენციას ბავშვთა უფლებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით გაეროს, დაგმოს რუსეთის მიერ უკრაინაში ბავშვების წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულები, ასევე დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მოსკოვის მიმართ, რათა შეაჩეროს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა:

"ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც უკანონოდ იქნენ დევნილი რუსეთის ტერიტორიაზე, მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს უნდა დაუბრუნდეს. უკრაინული მხარე გააგრძელებს რუსი სამხედროებისა და მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულის დოკუმენტირებას, რათა ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაისაჯონ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S