Accentnews.ge
"კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მედიაგარემოს აუარესებს"

"კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მედიაგარემოს აუარესებს"

23/08/2022 16:03:00 საზოგადოება

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" დაუსაბუთებელს უწოდებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამ ტელეარხს: "მთავარს", "ფორმულასა" და "TV პირველს" სანქციები დაეკისრათ.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მედიაგარემოს აუარესებს.

"გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის “ფორმულას”, “მთავარი არხის” და “ტელეკომპანია პირველის” მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს... გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და „მთავარს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველს“ სანქცია დაადო. კომისიის გადაწყვეტილებით, "ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ გააფრთხილეს, „მთავარი არხი“ კი 118 689 ლარით დაჯარიმდა. კომისიამ განმარტა, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ეს პირველი დარღვევაა, ხოლო „მთავარი არხისთვის“ წელს რიგით მეხუთე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S