Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საჯარო ტრიბუნალს ემხრობა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საჯარო ტრიბუნალს ემხრობა

23/08/2022 14:11:30 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საჯარო ტრიბუნალს ემხრობა.

"მალე ჩატარდება ნაცისტების ტრიბუნალი. მასზე უნდა წარდგნენ სამხედრო დამნაშავეები, რომლებიც ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, ანადგურებდნენ და შიშში ამყოფებდნენ დონბასის მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სხდომა საჯარო იყოს", - წერს ვოლოდინი ტელეგრამ–არხზე.

მანამდე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს ტრიბუნალისთვის მზადება" და „ერთ-ერთი პირველი ტრიბუნალი მარიუპოლში შედგება“ უკრაინულ პოლკ "აზოვის" 23 მებრძოლის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის ამ განცხადებას და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების „გასამართლება“ იქნება ის "წითელი ხაზი", რომლის გადაკვეთის შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S