ზურაბიშვილი – ზელენსკის: "დარწმუნებული ვარ, მომსწრენი გავხდებით იმისა, რომ ჩვენი ერები კვლავ აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას"
23/08/2022 13:32:11 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "21–ე საუკუნეში ოკუპაციების ადგილი არ არის". ამის შესახებ მან „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და უკრაინა იქნება ისტორიის სწორ მხარეს, ომიდან გამარჯვებული გამოვა. ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომსწრენი გავხდებით იმისა, რომ ჩვენი ერები კვლავ გაერთიანდებიან, კვლავ აღადგენენ ტერიტორიულ მთლიაონობას, მოიპოვებენ კეთილდღეობას მშვიდობიან და დაცულ ევროპაში. ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. დიდება უკრაინას!", – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.


