Accentnews.ge
ესტონეთის შემდეგ რუს ტურისტებს შესვლა შესაძლოა, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ფინეთშიც აეკრძალოთ

ესტონეთის შემდეგ რუს ტურისტებს შესვლა შესაძლოა, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ფინეთშიც აეკრძალოთ

23/08/2022 11:44:24 მსოფლიო

ესტონეთის შემდეგ რუს ტურისტებს შესვლა შესაძლოა, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ფინეთშიც აეკრძალოთ. შესაბამისი განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი არ დააწესებს აკრძალვას ხსენებული ქვეყნები მზად არიან, შეზღუდვები აამოქმდონ.

"რუსებს არ უნდა მიეცეთ ევროკავშირში შესვლის უფლება, ვიდრე მათი ქვეყანა გენოციდს ახორციელებს. მე ვესაუბრე ყველა ამ ქვეყნის მინისტრებს... მე ვერ ვხედავ ბევრ განსხვავებას პოლიტიკურად“, – აცხადებს გაბრიელიუსი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რუსებს ევროპაში შესვლა აეკრძალოთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S