"დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ"
23/08/2022 10:16:56 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.
"თურქეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მტკიცედ დაუჭირეს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყირიმის საკითხზე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ. დასავლეთში არსებობენ ქვეყნები, რომელთაც ომის გაგრძელება სურთ. ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან", – აცხადებს ჩავუშოღლუ.
მისი თქმით, ევროპაში არსებობენ ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებიც უკრაინის ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ:
"ასევე, არსებობდნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინული ხორბლის ექსპორტის შეთანხმების საბოტაჟს ცდილობდნენ. იყვნენ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ამ შეთანხმების საბოტაჟი სურდათ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ომის გაგრძელებისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ჩაშლის მსურველ სახელმწიფოებს შორის აშშ არ ფიგურირებს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელ ევროპულ ქვეყნებზე ჰქონდა საუბარი.


