ბრიტანული დაზვერვა – რუსები ხერსონთან მცურავ ხიდს აშენებენ
23/08/2022 10:09:14 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, დაიწყეს ბარჟების გადაადგილება მდინარე დნიპროზე ხერსონთან მცურავი ხიდის ასაგებად, – იუწყება ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
მისი ცნობით, ახალ ხიდს ანტონივსკის ხიდთან აშენებენ.
"ანტონივსკის ხიდი არაერთხელ გახდა უკრაინული ძალების სამიზნე. თუ რუსეთი მცურავ ხიდის ააგებს, ეს გაზრდის გადასასვლელის გამტარუნარიანობას ბორანთან შედარებით. თუმცა მცურავი ხიდი სავარაუდოდ, კვლავ დაუცველი იქნება უკრაინის მხრიდან თავდასხმების მიმართ", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.


