დონეცკში ე.წ. "ДНР"-ის დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობა იწვის (ვიდეო)
23/08/2022 10:09:55 მსოფლიო
დონეცკში ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერ პუშილინის ადმინისტრაციის შენობა იწვის, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქის ადმინისტრაციის შენობას, კერძოდ, მის ფასადს, მარჯვენა ფლიგელსა და ზედა სართულებს სულ მცირე, 4-6 ჭურვი მოხვდა, რის შემდეგაც დაიწყო ხანძარი.
კრემლის მიერ ხელდასმული დენის პუშილინი, რომელიც არ დაშავებულა, მომხდარში უკრაინის ჯარს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ადგილზე "ნატო-ს ყალიბის ჭურვების ნარჩენებია აღმოჩენილი".
თავის მხრივ, დონეცკის სეპარატისტული ადმინისტრაციის მერი ალექსეი კულემზინი ირწმუნება, რომ მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
უკრაინულ მხარეს ინციდენტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.


