"არასოდეს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ლურჯ-ყვითელი დროშა"
23/08/2022 09:43:45 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის დაიცავს ლურჯ-ყვითელ დროშას. ამის შესახებ მან სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
"ორი ფერის კომბინაცია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვუფრთხილდებით და არასდროს ვცვლით სხვაზე. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი ფერის დროშა. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში, ოკუპირებული - დროებით, იფრიალებს - სამუდამოდ. მელიტოპოლში, პერემოჰის მოედნის თავზე, სადაც არ შეიძლება იყოს ომში დამარცხებულის დროშა. იქ იქნება ლურჯი და ყვითელი ფერის დროშა. ხერსონში, სნობოდის მოედნის თავზე, სადაც არ შეიძლება, იფრიალოს იმათმა დროშამ, ვინც არ იციან, რა არის თავისუფლება. იქ იფრიალებს ლურჯ-ყვითელი დროშა", - განაცხადა ზელენსკიმ.


