აშშ თანამოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
23/08/2022 09:20:43 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თანამოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.
მანამდე Reuters-მა აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე უახლოეს მომავალში ახალ თავდასხმებს გეგმავს


