Accentnews.ge
POLITICO:აშშ შესაძლოა, უკრაინას შეიარაღებას საიდუმლოდ აწვდიდეს

POLITICO:აშშ შესაძლოა, უკრაინას შეიარაღებას საიდუმლოდ აწვდიდეს

23/08/2022 08:02:10 მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლება შესაძლოა, არ ასაჯაროებდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფარგლებში შეიარაღების ზოგიერთი სახეობის გადაცემას, - წერს POLITICO.

გამოცემის მონაცემებით, 19 აგვისტოს პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ აშშ გარკვეული დროის განმავლობაში კიევს HARM-ის ტიპის რაკეტებს აწვდიდა, თუმცა ეს დაანონსებული არ ჰქონია.

"როდესაც პირველად გამოვაცხადეთ HARM-ების მიწოდების შესახებ, მათი ხსენება განცხადებაში კონკრეტული არ ყოფილა. ჩვენ ეს ისე აღვწერეთ, რომ უკრაინას რადიოსალოკაციო სისტემების საწინააღმდეგო შესაძლებლობებს ვაწვდით" - განაცხადა ბრიფინგზე ჩინოსანმა.

POLITICO-ს ორი წყაროს განცხადებით, დახმარების ახალ პაკეტში, რომლის თაობაზეც გასულ კვირას გახდა ცნობილი, შევიდა მართვადი საარტილერიო ჭურვები Excalibur. ამასთან, პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში ისინი ნახსენები არ ყოფილა.

POLITICO ასევე გაეცნო კონგრესისთვის გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებას უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის თაობაზე, რომელშიც, მისი ინფორმაციით, ნათქვამი იყო, რომ კიევისთვის მისაწოდებელი შეიარაღება "არ შემოიფარგლება" იმით, რაც ჩამონათვალშია დაფიქსირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S