Accentnews.ge
ნიდერლანდები უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 65 მილიონ ევროს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 65 მილიონ ევროს გადასცემს

23/08/2022 07:07:28 მსოფლიო

რეგიონების რეკონსტრუქციისთვისა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ნიდერლანდები უკრაინას 65 მილიონ ევროს გადასცემს.

დახმარების პაკეტის თანახმად,. აღნიშნული თანხა ასევე წავა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.

ნიდერლანდები ასევე გამოყოფს მილიონ ევროს ცალკეული ქალაქების რეკონსტრუქციისთვის, როგორებიცაა ხერსონი, მიკოლაევი და ოდესა.

გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს, რომ საომარი მოქმედებების ტერიტორიებზე განაღმვისა და ასაფეთქებელი ობიექტების განადგურებისთვის 10 მილიონი ევრო გამოყოს. ნიდერლანდები ასევე გამოუყოფს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად უკრაინაში, ამასთან 2 მილიონ ევროს - გაეროს ფონდს სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S