Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი:"უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს"

უკრაინის გენშტაბი:"უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს"

23/08/2022 05:51:04 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, რათა ადრე დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს, ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა.

ამასთან, დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით აქტიური ოპერაციების ჩატარებაზე.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობდა დაზვერვის განხორციელებას ზაიცევოს დასახლების მიდამოებში, ასევე თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას სოლედართან და კოდემასთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ავდიივკას მიმართულებით, მტერმა შეტევა წამოიწყო კრასნოგოროვკასა და პერვომაისკის მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები განახორციელეს ნოვომიხაილოვკას, ზოლოტაია ნივას დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

"იუჟნობუგსკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების დაკავებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. ის ზომებს იღებს დანაკარგების ასანაზღაურებლად", - აღიშნულია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S