Accentnews.ge
უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი ევროკავშირის მხოლოდ ორმა ქვეყანამ განაცხადა - კულება

უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი ევროკავშირის მხოლოდ ორმა ქვეყანამ განაცხადა - კულება

23/08/2022 05:44:53 მსოფლიო

უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე უარი ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთმა და ავსტრიამ განაცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად კანონმდებლობაც კი შეცვალა.

„უნგრეთის და ავსტრიის გარდა, ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ტაბუ ევროპის არცერთი ქვეყნისთვის არ არის“, - აღნიშნა კულებამ.

ამასთან, მისი თქმით, პრობლემა არის ის, როცა ისინი მომხრეები არიან, მაგრამ პრაქტიკულ ასპექტში არსებობს ბევრი რამ, რაზედაც მსჯელობა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში კი პარტნიორებს შორის შიდაპოლიტიკური დისკუსიების ყოველი დღე უკრაინას ფრონტზე ყოველდღიურ დანაკარგად უჯდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S