ლიეტუვაში NATO-ს ჯარი განთავსდება
22/08/2022 20:17:34 მსოფლიო
ლიეტუვაში NATO-ს ჯარების ბრიგადა განთავსდება, - იუწყება Deutsche Welle. პირველი NATO-ელი ჯარისკაცები ქვეყანაში უკვე სექტემბერში გამოჩნდებიან. ბრიგადაში ძირითადად გერმანული ბუნდესვერის ჯარისკაცები და ოფიცრები იქნებიან. მათი ჯამური რაოდენობა 3-5 ათასით არის განსაზღვრული.
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრ არვიდას ანუშაუსკასის განცხადებით, ქვეყანაში NATO-ს ჯარის გამოჩენა მეზობელ უკრაინაში რუსეთის განგრძობადი შეჭრის პირობებში ლიეტუვის თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს.
ცნობისთვის: ლიეტუვაში უკვე იყო დისლოცირებული NATO-ს ბატალიონი 1600 სამხედროს შემადგენლობით, რომელთაგან დაახლოებით 1000 გერმანელი იყო.
თავად ლიეტუვის შეიარაღებული ძალები 40 ათასამდე სამხედროს ითვლის, რომელთაგან 18,5 ათასი რეგულარულ საფუძველზე მსახურობს.


