Accentnews.ge
პუტინმა დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ "სიმამაცის ორდენით" დააჯილდოვა

პუტინმა დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ "სიმამაცის ორდენით" დააჯილდოვა

22/08/2022 19:44:25 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი კონსულტანტის, კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, პროპაგანდისტი დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ "სიმამაცის ორდენით" დააჯილდოვა.

ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის სიმამაცის ორდენით დაჯილდოვდეს დარია ალექსანდრეს ასული დუგინა - არასაჯარო სააქციო საზოგადოება "ცარგრად მედიას" კორესპონდენტი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა.

ФСБ–მ დარია დუგინას აფეთქების ოპერაციის უშუალო შემსრულელებლებად უკრაინელი ნატალია ვოვკი და მისი ქალიშვილი სოფია შაბანი დაასახელა. ხოლო მათ დამკვეთად - უკრაინის სპეცსამსახურები. ФСБ–ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქალები ესტონეთში არიან გადასულები.

კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S